ესე: პედაგოგის თვითგანვითარება ICT-ის გამოყენებით და მის გარშე
პედაგოგი მუდმივად თვითგანვითარების პროცესშია. მან თვითგანვითარებას შესაძლოა მიაღწიოს წიგნის კითხვით.თავდაპირველად უნდა მოუვიუდეს იდეა, შემდეგ დაგეგმოს რომელი წიგნის წაკითხვა სურს.განახორციელოს ანუ წაიკითხოს და ბოლოს მიიღოს შედეგები,რაც მან წიგნის წაკითხვის შედეგად მიიღო. პედაგოგმა თვითგანვითარებას შესაძლოა მიაღწიოს ფორმალური გზით მაგალითად ლექცია სემინარებით, ასევე არაფორმალურად ტრენინგის გზით.
საქართველოში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები.ამ საკითხში დიდი როლი ეკისრება მასწავლებელს, ბევრია დამოკიდებული მასზე , თუ როგორ განსაზღვრავს გაკვეთილის სცენარში ტექნოლოგიების ჩართვის სქემას, პედაგოგმა გონივრულად უნდა შეუთავსოს ტექნიკური საშუალებები სასწავლო მიზანთან.აღნიშნული ტექნოლოგია უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა ზედმეტი ტვირთი როგორც მასწავლებლისთვის ასევე მოსწავლეებისთვის.
თავდაპირველად პედაგოგმა გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ისტ_ის კომეტენცია, მის ხელთარსებული ტექნიკური ბაზა, დაგეგმილი გაკვეთილის მიზანი და სტრატეგიები,გაკვეთილის მიმდინარეობის მასალაზე მუშაობის ტიპი და სასწავლო მასალის თემატიკა.ამ ფაქტორების გათვალისწინებით მასწავლებელი ირჩევს ელექტრონულ რესურს,რომელსაც სწავლების პროცესში გამოიყენებს და განსაზღვრავს სასწავლო მენეჯმენტს. ისt-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალასაც, რაც საშუალებას იძლევა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ ქიმიური, ფიზიკური თუ ბიოლოგიური მოვლენა.
ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას. ამის მაგალითებია: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე, როდესაც ამ მოქმედებების რეალიზაცია, ძირითადად, ხდება საგნობრივი თვალსაჩინოებების გამოყენებით (დაწყებით საფეხურზე); ახალი სიტყვებისა და ფრაზების შესწავლა მშობლიურ თუ უცხო ენებში, როდესაც უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს მოსწავლეები უკავშირებენ შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას; ისეთი ბუნებრივი მოვლენების სიმულაცია, რომლებზე დაკვირვებაც შეუძლებელია ან ძალზე რთულია რეალურ ვითარებაში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ iსt_ის გამოყენება პედაგოგების თვითგანივითარებისათვის და ასევე სასწავლო სისტემისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განვითარებას მათ ჩართულობას სწავლის პროცესში, ასევე პედაგოგებს საშუალება მიეცემა უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.ჩემი შეხედულებით,სწავლა კიდევ უფრო საინტერესო გახდება რადგან ამის სასშუალებას ნამდვილად იძლევა სწავლების ეს მეთოდი.
ექსკურსიის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და ისტ_ის გამოყენებით
ერთ-ერთი სკოლის დირექციამ გადაწყვიტა,რომ ამ სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის მოეწყო ექსკურსია,რისი დაგეგმვა და განხორციელებაც დაავალა სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს,რომელსაც ექსკურისა უნდა განეხორციელებნა ეროვნული სასწავლო გეგმის გამოყენებით.პედაგოგმა გადაწყვიტა აერჩია ეროვნული სასწავლო გეგმიდან ერთ-ერთი, ამ შემთხვევაში არჩევანიი შეაჩერა ისტორიაზე,კერძოდ :კულტურა და რელიაგია.რომლითაც განსაზღვრული იყო კონკრეტული შედეგი:რათა მოსწავლეებს შესძლებოდათ მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.სწორედ ამიტომ პედაგოგმა არჩევანი შეაჩერა ვარძიაზე,ვიანიდან ეს მოსწავლეებს მისცემდა საშუალებას და შესაძლებლობას მიეღწიათ ზემოთ აღნიშნული შედეგისათვის,ვინაიდან ვარძია ისტორიული ძეგლია და გამოირჩევა ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით.
აღნიშნული ექსკურსია მოამზადა პედაგოგმა ისტ-ის გამოყენებით,რომელსაც 4 ფაზა გააჩნია:1)იდეა,2)დაგეგმვა,3)განხორციელება და 4)შედეგი.
იდეაში იყო ვალდებულებითი სახის,ვინაიდან სკოლის დირექციამ დაავალა პედაგოგს აღნიშნული ექსკურსიის ჩატარება.
დაგეგმვის სტადიაზე პედაგოგმა შეარჩია ადგილი,სადაც უნდა განეხორციელებინა ექსკურსია ეს იყო ვარძია.შემდგომ დაადგინა ექსკურსიის განხორციელების თარიღი 2012 წლის 24მაისი ხუთშაბათი,მოსწავლეთა რაოდენობა,რომელიც მონაწილეობას ღებულობდა ამ სასწავლო პროექტში შეადგენდა 22 ადამიანს.მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით მოიძია სატრანსპორტო საშუალება მერესედესის ტიპის სამარშუტო ტაქსი:”სპრინტერი”.ასევე შეადგინა დღის გეგმა რომელიც მოიცავდა შემდეგს:
1)08:00 შეკრება სკოლის ეზოში
2)09:00 დანიშნულების ადგილისკენ გამგზავრება
3)14;00 დანიშნულების ადგილის დათვალიერება
4)17:00 წახემსება ბუნებაში
5)18:00 შტაბეჭდილებების გაზიარება
6)19:00 დაბრუნება
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისათვის გამოყენებული იქნა საინფორმაციო,საკუმუნიკაციო ტექნოულოგიური საშუალება კომპიუტერი,რომელითაც პედაგოგმა გაუგზავნა მოსწავლეებს აღნიშნული ინფორმაცია.ასევე შექმნა კლასის ბლოგი და დაავალა მოსწავლეებს შეექმნათ თითოეულს პირადი ბლოგები,რათა ექსკურსის შემდგომ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის და სხვვებისთვის ექსკურსიაზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები,სადაც ასევე გამოყენებულ იქნა საინფორმაციო და ტექნოლოგიური საშუალებები :ციფრული ფოტოაპარატი და ვიდეო კამერა.ასევე გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები თუ რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად,რა იყო მათთვის საინტერესო,რა ცოდნა მიიღეს,რა ინფორმაციას გაეცნენ და სხვა.
საკვები და სასმელები რაოდენობა თანხა
ხაჭაპური 22 44ლარი
ლობიანი 22 22ლარი
კიტრი 5კგ 5ლარი
პომიდორი 5კგ 15ლარი
ლავაში 15ცალი 10ლარი
ფანტა და კოკა-კოლა 10ცალი 2ლ 22ლარი
სამწვადე 5კგ 60ლარი
ტრანსპორტის ხარჯი 500 ლარი
გიდის ხარჯი 100ლარი
მთლიანი ხარჯი 778ლარი
ინდივიდულური ხარჯი 22 ადამიანზე 35ლარი
აღნიშნული ექსკურსიის განხორციელებას რაც შეეხება,იგი განხორციელებულ იქნა გეგმის მიხედვით.ყველა წინასწარ გათვალისწინებული ნიუანსი იქნა ზედმიწევნით შესრულებული.ექსკურსია იყო კარგად ორგანიზებული.
რაც შეეხება შედეგებს.შემიძლია თამამად ვთქვა რომ მიზანი მიღწეულია.მოსწავლეებმა კარგად გაეცვნენ ამ ისტორიული ძეგლის ღირსშესანიშნაობას,მიიღეს ინფორმაცია მისი კულტურისა და ისტორიის შესახებ.აღნიშნული ცოდნა კი გააზიარეს თავიანთ პირად ბლოგერებზე.შექმნეს ნაშრომები,თემები ვარძიის შესახებ,სკოლაში გააკეთეს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებისათვის განკუთვნილი კუთხე,სადაც განათავსეს მოკლე თემები, პრეზენტაციები,რომელსაც დაურთეს მათ მიერ გადაღებული ფოტოები.რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში,რომლებსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნული ისტორიული ძეგლის შესახებ.
No comments:
Post a Comment