პროექტის სახელი: სპორტი ჩვენს ცხოვრებაში
ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და განამტკიცებენ სპორტის მნიშვნელობას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.მოიიძიებენ და გაეცნობიან ინფორმაციებს სპორტის სხვადასხვა სახეობაზე,მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში,ლაშქრობებში,დაათვალიერებენ ღირსშესანიშნავ ადგილებს და ასახავენ ფოტოებზე,ჩატარდება სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებები,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაახლოებას,ეს ყოველივე კი ვფიქრობ ძალიან კარგია,ვინაიდან მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრებენ,მათი უმრავლესობა დაკავდება სპორტით,არ დაიწყებენ თამბაქოს მოწევას,ალკოჰოლურ სასმელებზე არ გახდებიან დამოკიდებულნი,ერთი სიტყვით აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მათ დადებით პიროვნებებად ჩამოყალიბებას,რაც მისასალმებელია.
ამ პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი სპორტსმენების ისტორიებს,მათ მიღწევებს.ისწავლიან ლაშქრობების ორგანიზებას.გამოიმუშავებენ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისა და პირველობის უნარჩვევევებს.
როგორც ვხედავთ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისათვის ,როგორც ფიზიკური ისე მორალური კუთხით.ვიანიდან სპორტი ხელს უწყობს ადამიანის როგორც ფიზიკურ ისე მორალურ განვითაერებას.
ინფორმაციის წყარო:http://icttrainingirina.blogspot.com/
No comments:
Post a Comment