Monday, June 11, 2012

ონლაინ ინსტრუმენტები შეიძლება გამოვიყენოთ აქტიურად სასწავლო პროექტებში.შეგვიძლია მისი საშუალებით გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაციები,შეგვიძლია ინფორმაციების მოპპოვება უმოკლეს დროში.დავათვალიეროთ და გავეცნოთ სხვების მიერ გაკეტებულ პროექტებს,გავესაუბროთ ონლაინზე მყოფ პირებს და დავსვათ კითხვები,რათა მივიღოთ რჩევები,შენიშვნები და შესწორებები.მრავალფეროვნად შევასერულოთ სამუშაო.

Sunday, May 6, 2012

საინტერესო პროექტების საიტი


 www.gearnbeta.blogspot.com
პროექტის სახელი: სპორტი ჩვენს ცხოვრებაში
ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და განამტკიცებენ სპორტის მნიშვნელობას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.მოიიძიებენ და გაეცნობიან ინფორმაციებს სპორტის სხვადასხვა სახეობაზე,მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში,ლაშქრობებში,დაათვალიერებენ ღირსშესანიშნავ ადგილებს და ასახავენ ფოტოებზე,ჩატარდება სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებები,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაახლოებას,ეს ყოველივე კი ვფიქრობ ძალიან კარგია,ვინაიდან მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრებენ,მათი უმრავლესობა დაკავდება სპორტით,არ დაიწყებენ თამბაქოს მოწევას,ალკოჰოლურ სასმელებზე არ გახდებიან დამოკიდებულნი,ერთი სიტყვით აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მათ დადებით პიროვნებებად ჩამოყალიბებას,რაც მისასალმებელია.
   ამ პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი სპორტსმენების ისტორიებს,მათ მიღწევებს.ისწავლიან ლაშქრობების ორგანიზებას.გამოიმუშავებენ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისა და პირველობის უნარჩვევევებს.
    როგორც ვხედავთ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისათვის ,როგორც ფიზიკური ისე მორალური კუთხით.ვიანიდან სპორტი ხელს უწყობს ადამიანის როგორც ფიზიკურ ისე მორალურ განვითაერებას.
ინფორმაციის წყარო:http://icttrainingirina.blogspot.com/
პროექტის სახელი:სკოლა და კომპიუტერი.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 10-17 წლის მოსწავლეები,მოიძიბენ ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ,მისი განვითარების ისტორიას,საჭიროა თუ არა კომპიუტერი სკოლაში,მის მნიშვნელობაზე ადამიანის აქტივობის საქმიანობის ნებისმიერ სხვა სფეროში მოხმარებისა და გამოყენების სფეროში.აიღებენ ინტერვიუებს,გააკეთებენ ანალიზს და ასე შემდეგ.მოსწავლეები შეიძენენ ბევრ დადებით უნარს,მაგალითად ისინი  ისწავლიან კითხვარების შედგენას,ინფორმაციის მოძებნას ინტერნეტის საშუალებით,ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,რის შემდეგაც მათ გაუადვილდებათ საკუთარი თავის რეალიზება.როგორც ვხედავთ ამ პროექტის მნიშვნელობა დადებითი კუთხით საკმაოდ დიდია და მისასალმებელია,ვინაიდან დღეს კომპიუტერის მნიშვნელობა ძალზედ დიდია,აუცილებელია მისი მოხმარების სწავლა ადრეული ასაკიდანვე სკოლაში,რათა კონკურენტუნარიანი იყვნენ მოსწავლეები,რომლებსაც მომავალში გაუადვილდებათ პროფესიის არჩევა,შემდდეგ სამსახურის მოძიება,ერთი სიტყვით გაუდვილდებათ საკუთარი თავის თვითრეალიზება.
ინფორმაციის წყარო:http://icttrainingtamuna-tamuna.blogspot.com/
პროექტის სახელი: თამბაქო.
რას ნიშნავს იყო ჯანმთელი და როგორ შევინარჩუნოთ იგი?აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით მოსწავლეები მოპივებენ ისტორიულ ფაქტებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ,განიხილავენ თუ რატომ არის მოწევა ცუდი და რატომ უნდა დაანებო თავი,შექმნიან ბლოგს გაავრცელებენ ინტერნეტში თამბაქოს მავნებლობის შესახებ,რაც მისასსალმებილია,კარგი წამოწყებაა,ვინაიდან თამბაქო მართლაც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის,ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც,რომ მოსწავლეები გაიმუჯობესებენ უნარებს,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამყარებაში,ისტორიაში,საბუნებისმეტყველო საგნებში,მედიცინაში და ასე შემდეგ.ვფიქრობ აღნიშნული პროექტი დადებითად უნდა დავახასიათოთ,რადგან თავად მოსწავლეებისთვისაც კარგი იქნება იმ კუთხით,რომ შეიძენენ ცოდნას ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებში,ასევე დიდი ალბათობით არ გაუჩნდებათ სურვილი თამბაქოს მოხმარების,დაეხმარებიან სხვებს,უბიძგებენ ვინც თამბაქოს მოიხმარს თავი დაანებოს და ვინც არა არ დაიწყოს.როგორც ვხედავთ აღნიშნული პროექტს ბევრი დადებითი მხარე აქვს.
ინფორმაციის წყაროა:http://tambaqo.blogspot.com/

Tuesday, April 24, 2012

www.webanketa.com

 საიტის მეშვეობით შეგიძლია გააკეტო ტესტი სხვადასხვა ფორმატიტ,შეადგინო კითხვები და სავარაუდო პასუხები,რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის,რომ ამ სისტემას შეუძლია თვიტონ დაგითვალოს ქულები,გამოყოს პროცენტული მაჩვენებელი სწორი და არასწორი პასუხების ტესტში.ერთი სიტყვით ძალიან გამოსადეგია მათთვის ვისაც ჭირდება ტესტების შედგენა,ტესტირება სტუდენტების,მოსწავლეეების ელექტრონული ფორმით

სასწავლო პროექტები და საინფორმაციო ტექნოლოგიიები

eduprojects12.blogspot.com